გაკვეთილის გეგმა



გაკვეთილის მთავარი თემა
აღმშენებლობის გზა. გრიგოლი-‘’უდაბნოთა ქალაქმყოფელი’’
საგანი/პედაგოგი
ქართული ენა და ლიტერატურა/ნინო კოსტავა
სწავლების საფეხური/კლასი
მესამე საფეხური/მეათე კლასი
მოსწავლეთა პროფილი
15 მოსწავლე/განსაკუთრებული მიდგომების  საჭიროების მქონე მოსწავლეები კლასში არ არიან.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
·         დაკავშირებულია თანამედროვეობასთან. მოსწავლეები გაეცნობიან ტაო -კლარჯეთის კულტურულ მემკვიდრეობას   დაგაუფრთხილდებიან მას.
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
მოსწავლეები შეაფასებენ გრიგოლის მიერ წამოწყებული საქმის მნიშვნელობას .მის მიერ გაჩაღებულ სამონასტრო  მშენებლობას ტაო -კლარჯეთში.

ქართ.9 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოების გაანალიზება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
აკავშირებს ნაწარმოებს ისტორიულ კონტექსტან. მსჯელობს ,თუ როგორ აისახა ისტორიული ვითარება, ეპოქის კულტურული  და ლიტერატურული ტრადიციები.
ქართ11. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება ან ესე სხვადასხვა მიზნით.
შეუძლია, წერილობით გადმოსცეს საუთარი თვალსაზრისი.
მოსწავლე იცავს წერილობითი ტექსტის სტრუქტურას და ნორმებს.

წინარე ცოდნა
შესწავლილი აქვთ ჰაგიოგრაფია.
იციან, როგორ ნაწარმოებს ეწოდება ჰაგიოგრაფიული ნაწწარმოები.
იციან, როგორი თვისებებით ხასიათდება ჰაგიოგრაფიული გმირი .
იცნობენ იაკობ ცურტაველის ,,შუშანიკის წამებას“.
შეფასების სქემა და კრიტერიუმები
მოსწავლეებს შევაფასებ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვანისწინებული კრიტერიუმების მიხედვით. გამოვიყენებ ჯგუფურ შეფასებას. დაკვირვების ობიექტი იქნება პრეზენტაცია.
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, კომპიუტერი, პროექტორი. ვაჩვენებ ელექტრონულ პრეზენტაციას.
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
მისალმება .კლასის ორგანიზება. დრო-1წთ.
გაკვეთილის A ფაზა-გამოწვევა.
აქტივობა1.
მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის თემას, მიზანს.
სტრატეგია ,,გონებრივი იერიშის ‘’ გამოყენებით ვახსენებ გიორგი მერჩულეს ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას’’ და ვსვამ კითხვებს:
1.რა არის ჰაგიოგრაფია და რამდენ ნაწილად იყოფა იგი?
2.ვინ არის წმინდანი?
3.რა ჟანრის ნაწარმოებია ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება’’?
4.ვინ არის ავტორი?
5.ვისი ცხოვრება აღწერა მერჩულემ და ვინ ვოაღნიშნული თხზულება?
7.რომელი საუკუნის ამბებია გადმოცემული ნაწარმოებში და საქართველოს რომელი კუთხეა მასში ასახული?  
ორგანიზების ფორმა-მუშაობა მთელ კლასთან. დრო-5  წთ.
გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა 2.
კლასს ვყოფ სამ ჯგუფად ვთხოვ მათ, შეაფასონ გრიგოლის პიროვნება, მისი ღვაწლი მოცემულ საკითხთა გათვალისწინებით: 1.აღზრდა, ანუ კეთილი ნიადაგი ;  2.მოღვაწეობა; 3.ღვაწლის შეფასება. 
პირველი ჯგუფი:ა ღზრდა, ანუ კეთილი ნიადაგი
1.რა იცით გრიგოლის წარმომავლობაზე?
2.რა ნათესაური კავშირით იყო დაკავშირებული გრიგოლი ნერსე ერისთავთან?
 3.რა გამორჩეული თვისებები ჰქონდა გრიგოლს ბავშვობაში?
 4.როგორი მოსაუბრე იყო იგი?
5.როგორი გარეგნობა ჰქონდა გრიგოლს?

მეორე ჯგუფი: მოღვაწეობა
1.რატომ გაიპარა გრიგოლი ქართლიდან?
2როგორი იყო ტაო -კლარჯეთის უდაბნო გრიგოლის მისვლისას?
3.როგორ პირობებში მუშაობდნენ ძმობის წევრები მონასტრების მშენებლობისას?
4.გაცნობიერებული ჰქონდა თუ არა გრიგოლს ,რომ უკაცრიელ ადგილას გრანდიოზული მშენებლობის წამოწყება მარტო ბერების იმედით ძნელი იქნებოდა?
4.ვინ დაეხმარა მატერიალურად მონასტრების მშენებლობისას?
5რაზე მიუთითებს ის ფაქტი ,რომ გრიგოლს სანიმუშო წესრიგი ჰქონდა დამყარებული თავის მიერ აშენებულ მონასტრებში?
7.როგორ იქცევა ქრისტიანული მორალის მკაცრი დამცველი თუნდაც მეფეს ,როცა ის ზნეობის საწინააღმდეგო საქმეს სჩადის?
მესამე ჯგუფი:ღვაწლის შეფასება
1.როგორი პოლიტიკური მდგომარეობა იყო საქართველოში მერვე-მეცხრე საუკუნეებში?
2.რისი ნაცვალი ცენტრი უნდა შექმნილიყო
ტაო-კლარჯეთში?
3.ვინ ითავა ამ მისიის შესრულება?
4.რა მიზანი ახლავს გრიგოლის გამგზავრებას
ტაო-კლარჯეთში?
5.შეძლო თუ არა გრიგოლმა თავისი მისიის შესრულება?
6.რა შედეგი გამოიღო გრიგოლის მიერ გაჩაღებულმა მშენებლობამ?
ორგანიზების ფორმა-ჯგუფური მუშაობა
დრო-15 წთ.
აქტივობა 3.  ზეპირი პრეზენტაცია.
მოსწავლეები წარმოადგენენ ნამუშევარს ზეპირი პრეზენტაციის სახით. დრო-15 წთ.     
გაკვეთილის ფაზა _რეფლექსია
აქტივობა 5. ელექტრონული პრეზენტაცია
მოსწავლეებს პროექტორით ვაჩვენებ ტაო-კლარჯეთის ეკლესია-მონასტრების ამსახველ ფოტოებს .

ორგანიზების ფორმა-მუშაობა მთელ კლასთან. დრო-4 წთ.
აქტივობა 6. ვსვამ შემაჯამებელ კითხვებს:
1.რატომ უწოდებს გიორგი მერჩულე გრიგოლს „უდაბნოს ვარსკვლავს“?
2.როგორ გაიაზრებთ გრიგოლის შესახებ ნათქვამს-„უდაბნოს ვარსკვლავი“?
3.ვისი დამსახურებაა,რომ „ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების ,რომელსაცა შინა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი  აღესრულების“.
ორგანიზების ფორმა-მუშაობა მთელ კლასთან. დრო-3წთ.

აქტივობა 7. შეფასესება
განმსაზღვრელი,ზეპირი. დრო-1წთ.

საშინაო დავალება: დაწერონ ესე გრიგოლი-ერის სულიერი მამა.
დრო 1წთ.

No comments:

Post a Comment