შეფასების სქემა


ქულები კრიტერიუმები
ფრიადი9-10
კარგი7-8
საშუალო4-6
სუსტი1-3
გამართული და სწორი მეტყველება
მეტყველებს გამართულად; აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ- გამომსახველობით საშუალებებს.
მეტყველებს გამართულად; იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს.
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს.
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს; ვერ საუბრობს გამართულად.
სათქმელის ნათლად და ლოგიკურად გადმოცემა
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად;საკითხს აშუქებს ამომწურავად.
სათქმელს გადმოსცემს ნათლად და ლოგიკურად; საკითხს გადმოსცემს თანმიმდევრულად
სათქმელს გადმოსცემს გასაგებად.
უჭირს სათქმელის ნათლად გადმოცემა.
კონტაქტი აუდიტორიასთან;
თვალსაჩინოების გამოყენება
წარმატებით იყენებს არავერბალურ საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად.
იყენებს არავერბალურ საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად.
მეტნაკლებად ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტს.
ვერ ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას.
კითხვებზე ადეკვატური პასუხის გაცემა
ადეკვატურად  და ამომწურავად პასუხობს კითხვებს.
ადეკვატურად პასუხობს კითხვებს.
პასუხობს კითხვებს.
ვერ პასუხობს კითხვების ნახევარს.
ჯგუფური მუშაობა
მოსწავლე თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან, ითვალისწინებს მათ აზრს. შეუძლია,ჯგუფის მუშაობა შეთანხმებულად წარმართოს. აქვს ლიდერის უნარ-ჩვევები. ჯგუფის წევრების ნდობას იმსახურებს.
მოსწავლე თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან. შეუძლია მათი მოსმენა.
მოსწავლე შეძლებისდაგვარად მუშაობს ჯგუფთან, მაგრამ არ არის დარწმუნებული თავისთავში.
მოსწავლე ვერ ახერხებს ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას. არ მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში.

No comments:

Post a Comment