პროექტის სახელწოდება: ვაჟა-ფშაველა-მთის არწივი
პროექტის იდეა/თემა: მოსწავლეები მოიკვლევენ სასურველ მასალებს ვაჟას ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.
პროექტის აქტუალობა: ამ სასწავლო პროექტზე მუშაობა განავითარებს მოსწავლეთა ინტერესს ვაჟა-ფშაველას პიროვნებისა და შემოქმედებისადმი. მოსწავლეებს განუმტკიცებს ცოდნას და გააღრმავებს მათ წარმოდგენებს პოეტის მსოფლმხედველობაზე, მის ზნეობრივ ღირებულებებზე. მოსწავლეები მოიკვლევენ სასურველ მასალებს. მოხდება მწერლის ცხოვრების პოპულარიზაცია.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევისა და ანალიზის უნარები. ჩამოუყალიბდებათ სიტყვაკაზმული მწერლობის, კონკრეტულად ვაჟას შემოქმედებისადმი სიყვარული.
მონაწილეთა ასაკი: 15-17 წელი.
ვადები: 2 თვე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეიძენენ კვლევის უნარ -ჩვევებს, ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამრომლობას, გაიუმჯობესებენ კომუნიკაციის, ახალი ინფორმაციის მოძიების დაგამოყენების უნარს. მოძიებულ მასალას განათავსებენ ბლოგზე.
პროდუქტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ვაჟას ნაწარმოებები, კომპიუტერი, პროექტორი, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, მიკროფონი, დიქტოფონი, ტელევიზორი.
პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეები ირჩევენ სასურველ თემას. თემის არჩევის შემდეგ ხდება ჯგუფების დაკომპლექტება და კონკრეტული დავალებების განაწილება.
პირველი აქტივობა: ვაჟას ბიოგრაფიის მოძიება და ანალიზი.
მეორე აქტივობა: მწერლის ფოტოსურათების მოძიება და შეგროვება.
მესამე აქტივობა: მასწავლებლის დახმარებით და ინტერნეტის საშუალებით მწერლის ახლობლებთან დაკავშირება და ინტერვიუს აღება.
მეოთხე აქტივობა: ვაჟას შემოქმედების მიმოხილვა.
მეხუთე აქტივობა: პიესა ‘’მოკვეთილის’’ განხილვა.
მეექვსე აქტივობა: მხატვრული კითხვის საღამოს მომზადება და ჩატარება.
მეშვიდე აქტივობა: ვაჟას ნაწარმოებების თეატრალური კოლაჟი. მოსწავლეები მოამზადებენ და წარმოადგენენ სცენებს სხვადასხვა ნაწარმოებებიდან.
მერვე აქტივობა: მწერლის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმების მოძიება, გადმოწერა და ჩვენება.
მეცხრე აქტივობა: მოსწავლეები დახატავენ სხვადასხვა ნაწარმოებებიდან სასურველ ადგილებს.
მეათე აქტივობა: ვაჟას ენის, თავისებური სტილისა და მხატვრული ხერხების კვლევა.
მეთერთმეტე აქტივობა: ექსკურსიის ორგანიზება ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში.
მეთორმეტე აქტივობა: პროექტის პრეზენტაცია.
პროექტის შეფასება
კრიტერიუმები
|
დაბალი
1-3 ქულა
|
საშუალო
4-6 ქულა
|
საშუალოზე მაღალი
7-8 ქულა
|
მაღალი
9-10 ქულა
|
სამუშაოს დაგეგმვის უნარი
|
სამუშაო სრულყოფილად არ არის დაგეგმილი
|
სამუშაო ნაწილობრივ არის დაგეგმილი
|
სამუშაოს გარკვეული ნაწილი კარგად არის დაგეგმილი
|
სამუშაო კარგად არის დაგეგმილი
|
ინფორმაციის მოძიებისა დაორგანიზების უნარი
|
მოიძიებს მცირე ინფორმაციას , მაგრამ არ აქვს ორგანიზების უნარი
|
მოიძიებს მცირე ინფორმაციას და ნაწილობრივ აკეთებს ორგანიზებას
|
მოიძიებს ინფორმაციას, უჭირს ორგანიზება, მაგრამ ახერხებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას
|
მოიძიებს ინფორმაციას და აქვს ორგანიზების კარგი უნარი
|
ჯგუფურ მუშაობაში ჩართულობა
|
ჩართულობის სიხშირე მინიმალურია
|
ზოგჯერ ინტერესდება საკითხით
|
ინტერესდება საკითხით , მაგრამ არ აქვს ლიდერობის უნარი
|
ჩართულობის სიხშირე მაქსიმალურია, დაინტერესებულია საკითხით. აქვს ლიდერობის უნარი.
|
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ქართ10.4. მოსწაცლეს შეუძლია დისკუსიისა და კამათისა და სტრატეგიის გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე
· წინასწარ ეცნობა აუდიტორიას, შეადგენს გეგმას, ქმნის ტექსტის რეპეტიციებს, ამოწმებს რეგლამენტს და ა. შ.
· აუდიტორიის ყურადღების მობილიზაციისათვის იყენებს ინტერვალს მეტყველებაში, ხმის დონეებს უსადაგებს ამ საშუალებებს.
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო კოსტავა
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: kostavanino14@gmail.com
No comments:
Post a Comment